დახარჯული მილიონები და ოქროს ბადეში გახვეული Rolls-Royce - როგორი იყო ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი მსოფლიოში?
შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ექსტრავაგანტული წინასაქორწილო წვეულებებისა და ზეიმების შემდეგ, როგორც იქნა ინდოეთში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ქორწილი შედგა.
ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟი, ანანტ ამბანი მის რჩეულზე, რადიკა მერჩანტზე 12 ივლისს დაქორწინდა.
ცნობილია, რომ ღონისძიებაზე 300-დან 600 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. ეს არის ბოლო დროის ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო ცერემონია, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გამორჩეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყველა მათგანმა ამაში საოცარი ანაზღაურება მიიღო.

სტუმრებს შორის იყვნენ კიმ და ქლოე კარდაშიანები. მათ ბრილიანტებით გაწყობილი სამოსი ეცვათ და ამავე კრისტალის უძირფასესი სამკაული ამშვენებდათ.
ქორწილამდე, ოჯახმა წვეულება გამართა, სადაც ჯასტინ ბიბერი მიიწვია. ცნობილია, რომ მას ანაზღაურების სახით 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

უფრო ადრე კი წვეულებაზე მომღერალი რიანა მიიწვიეს, რაშიც მას 5 მილიონი დოლარი გადასცეს. იხილეთ სრულად