პუტინის მორიგი ახირება და პირადი პროექტი ყირიმში - რისი აშენება სურს რუსეთის პრეზიდენტს ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევებზე? | Allnews.Ge

პუტინის მორიგი ახირება და პირადი პროექტი ყირიმში - რისი აშენება სურს რუსეთის პრეზიდენტს ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევებზე?

რუ­სე­თი მალე ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, ხერ­სო­ნე­სო­სის ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უზარ­მა­ზარ ის­ტო­რი­ულ და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ პარკს გახ­სნის.

ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი, ათო­ბით სკვე­რი და ხიდი შენ­დე­ბა.

ბულ­დო­ზე­რე­ბი ად­გილ­ზე, სა­დაც ათი­ა­თა­სო­ბით ძვირ­ფა­სი ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს, დღე და ღამე მუ­შა­ო­ბენ. პარ­კი რე­კორ­დულ დრო­ში აშენ­და, პრე­ზენ­ტა­ცია კი ივ­ნის­ში სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ი­მარ­თა.

რა­ტომ იქცა ხერ­სო­ნე­სო­სის გან­ვი­თა­რე­ბა პრო­ექ­ტად, რო­მელ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი? და რო­გორ ანად­გუ­რებს რუ­სე­თი ყი­რი­მის ანექ­სი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უნი­კა­ლურ უძ­ვე­ლეს ძეგლს?

f75772f0-3eb9-11ef-b8a1-27a1f0efda24png-42414-1720866393.webp

პუ­ტი­ნის პი­რა­დი პრო­ექ­ტი

ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კის აშე­ნე­ბის იდეა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­აჟ­ღე­რა სე­ვას­ტო­პოლ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, იტა­ლი­ის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის­თან ერ­თად.

პარ­კი 23 ჰექ­ტარ­ზე მეტი ფარ­თო­ბის უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა გან­თავ­სდეს. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის პერ­სო­ნა­ლურ პრო­ექტს უწო­დებ­დნენ, რე­კორ­დუ­ლი ტემ­პით გან­ხორ­ცი­ელ­და.

და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ნო­ბა, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლის სა­მუ­ზე­უ­მო ფონ­დე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ეკ­ლე­სი­ას გა­და­ე­ცა, მუ­ზე­უ­მი კი ახალ შე­ნო­ბა­ში - "ახალ ხერ­სო­ნე­სოს­ში“ გა­და­ვი­და.

"ის, რა­საც რუ­სე­თი ად­გილ­ზე აშე­ნებს, ძნე­ლად შე­იძ­ლე­ბა უწო­დო კულ­ტუ­რის ცენ­ტრი" - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი მკვლე­ვა­რი ევე­ლი­ნა კრავ­ჩენ­კო. იხილეთ სრულად