რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე | Allnews.Ge

რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე

იტა­ლი­ა­ში იაფი სახ­ლე­ბის შემ­ძენ­თა უმე­ტე­სო­ბა უბ­რა­ლოდ მო­ხიბ­ლუ­ლია იმ იდე­ით, რომ გა­რი­გე­ბით ნა­ყიდ ფა­სად შე­უძ­ლი­ათ, უფრო თბილ ად­გი­ლას გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც ასე­ვე, უკე­თე­სი საკ­ვე­ბია.

მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, თუ ეს ნა­ბი­ჯი თქვენს სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­საც გაზ­რდის?

ასე ფიქ­რობს 72 წლის ბინგვა თო­მა­სი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით კან­ზა­სი­და­ნა­როს. მან იტა­ლი­ის სამ­ხრე­თით, ბა­ზი­ლი­კა­ტას რე­გი­ო­ნის სიღ­რმე­ში, ლატ­რო­ნი­კო­ში ძვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ი­ძი­ნა იმ იმე­დით, რომ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა მის სი­ცო­ცხლეს გა­ა­ხან­გრძლი­ვებ­და. რა თქმა უნდა, ფა­სიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო.

თო­მა­სმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს, გა­და­წყვი­ტა, 110 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სახ­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გამო - ფასი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად 8,000 ევ­რომ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით $8,662) და­იყ­ვა­ნა.

18 წლის ასა­კი­დან სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვიზ­მში ჩარ­თუ­ლი თო­მა­სი ასე­ვე მო­ი­ხიბ­ლა იტა­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვით აფ­რი­კას­თან, სა­დაც, რო­გორც ამ­ბობს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

"სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე უკე­თე­სი წვდო­მის მი­ღე­ბა იყო, რათა შემ­ძლე­ბო­და ჩემი პენ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა აფ­რი­კა­ში პროგ­რა­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად, და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ქსე­ლის შე­საქ­მნე­ლად და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. მინ­დო­და ად­გი­ლი, რომ­ლის სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ზეც ბევ­რს არ დავ­ხარ­ჯავ­დი, რათა აფ­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის მეტი ფული დამ­რჩე­ნო­და."

saxlii-45650-1720863833.jpg

თო­მა­სი, რო­მე­ლიც თა­ვის აქ­ტი­ვის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას თვი­თონ აფი­ნან­სებს სამ­სა­ხი­ო­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბით, მათ შო­რის რეკ­ლა­მე­ბით, ინ­დუსტრი­უ­ლი ფილ­მე­ბი­თა და ხმის ჩა­წე­რით, ასე­ვე მო­ი­ხიბ­ლა რე­გი­ო­ნის უფრო ჯან­სა­ღი, ნელი ტემ­პის ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

"სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა იტა­ლი­ა­ში 82.7 წე­ლია, მა­შინ, როცა ის აშშ-ში 79 წე­ლია," - ამ­ბობს ის.სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აშშ-ის ამ ასა­კობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს 77-თან უფრო ახ­ლოს აყე­ნებს. "მაგ­რამ შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის­თვის ეს 70 წე­ლია. ასე რომ, აშშ-ში უკვე ორი წლით გა­და­ვა­ჭარ­ბე ჩემს ვა­დას. მაგ­რამ იტა­ლი­ა­ში შე­მიძ­ლია, 10 და­მა­ტე­ბი­თი წელი მი­ვი­ღო."

თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში იაფ სახ­ლებს ყი­დუ­ლობ­დნენ, სხვა იყო. ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლი­ლი და კვდო­მის პი­რას მი­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი თე­მე­ბის გა­სა­ცო­ცხლებ­ლად ახა­ლი ხალ­ხის მო­ზიდ­ვა და­ე­წყოთ.თავ­და­პირ­ვე­ლად, მყიდ­ველ­თა უმე­ტე­სო­ბა, უცხო­ე­ლი ოჯა­ხე­ბი და პენ­სი­ო­ნე­რი წყვი­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­ძე­ნას ეს­წრაფ­ვოდ­ნენ.

რო­გორც ჩანს, ეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლა და ახლა ხე­ლო­ვა­ნე­ბი, ფი­ლანტრო­პე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლებს. იხილეთ სრულად