ბაიდენმა კამალა ჰარისს შეცდომით "ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი" უწოდა - პრეზიდენტის მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ განხილვის საგანია
პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთში აურია - ეს მას შემდეგ, რაც სხვა ღონისძიებაზე ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთში შეეშალა.
"იცით რა, ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად არ ავირჩევდი, თუ ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტობისთვის კვალიფიციური არ არის", - თქვა 81 წლის პრეზიდენტმა NATO-ს ყოველწლიურ სამიტზე, რასაც ჟურნალისტების მხრიდან ამოოხვრა მოჰყვა.
12:57 / 12-07-2024 პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთში აურია - ეს მას შემდეგ, რაც სხვა ღონისძიებაზე ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთში შეეშალა.
"იცით რა, ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად არ ავირჩევდი, თუ ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტობისთვის კვალიფიციური არ არის", - თქვა 81 წლის პრეზიდენტმა NATO-ს ყოველწლიურ სამიტზე, რასაც ჟურნალისტების მხრიდან ამოოხვრა მოჰყვა.
ბაიდენი რბილი ხმით საუბრობდა, ხველების გამო ხშირად ჩერდებოდა და ზოგჯერ სათქმელი ავიწყდებოდა.
ღონისძიება "დემოკრატების" მზარდი მოთხოვნის გასაქარწყლებლად იყო მოწვეული, რომლის თანახმად ბაიდენმა ტრამპთან არეული დებატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა უნდა მოხსნას - მაგრამ მთავარსარდალმა საბოლოოდ ეს შეშფოთება წინააღმდეგობრივი განცხადებებით, კითხვების დავიწყებითა და გაურკვეველი პასუხებით გააძლიერა, რომლებიც პირდაპირ არ ეხებოდა იმ თემას, რაზეც მას კითხვა დაუსვეს.
78 წლის სავარაუდო კანდიდატმა ტრამპმა სოციალურ მედიაში თავის მემკვიდრეს დასცინა. იხილეთ სრულად