ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტების ფრთის კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კანდიდატმა 53,3% დააგროვა, მისმა კონსერვატორმა მოწინააღმდეგემ საიდ ჯალილიმ კი 44,3%.
ქვეყანაში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირანის წინა პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი მაისში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, ავიაკატასტროფას მაშინ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 28 ივნისს პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.გამარჯვების შემდეგ, პეზეშკიანმა მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც სიყვარულით მივიდნენ ხმის მისაცემად და ქვეყნის დასახმარებლად, იუწყება AFP.
"მეგობრობის ხელს გავუწვდით ყველას; ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ; თითოეული ადამიანი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეზეშკიანს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა. კრემლის მილოცვაში აღნიშნულია, რომ "რუსეთ-ირანის ურთიერთობები მეგობრული და კეთილმეზობლურია", ხოლო "მოსკოვი და თეირანი ეფექტურად თანამშრომლობენ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტისას“.
პეზეშკიანს არჩევა მიულოცა საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა.
მასუდ პეზეშკიანი, ყოფილი კარდიოქირურგია. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ირანში არსებული მორალის პოლიცია გააკრიტიკა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქალების "მუსლიმური ჩაცმულობის კოდექსს" იცავს. იხილეთ სრულად