ორბანის "სამშვიდობო მისია" - ევროკავშირის ლიდერების კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პრემიერი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში ჩავიდა | Allnews.Ge

ორბანის "სამშვიდობო მისია" - ევროკავშირის ლიდერების კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პრემიერი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში ჩავიდა

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და. ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი მას აკ­რი­ტი­კე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ორ­ბა­ნი რუ­სეთ­ში EU-ს არ წარ­მო­ად­გენს და რომ უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვის მან­და­ტი ევ­რო­კავ­ში­რის­გან მას არ აქვს.

1x-1-1720187491.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ზე­ლენ­სკის შეხ­ვდა.აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პირ­ველ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ უკვე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი. ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მარ­გუს ცაჰკნას თქმით, ორ­ბა­ნი არ წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­შირს და არც ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით გან­ხილ­ვის მან­და­ტი აქვს.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ორ­ბა­ნის პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ორ­ბა­ნი არ წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­შირს და არც ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით გან­ხილ­ვის მან­და­ტი აქვს. ეს შეხ­ვედ­რა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბებს. ჩვენ ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის გვერ­დით“, – წერს ცაჰკნა X-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

რაც შე­ე­ხე­ბა უნ­გრე­თის პრე­მი­ე­რის კი­ევ­ში ვი­ზიტს - რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ის პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და კი­ევ­ში, სა­დაც პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შეხ­ვდა. უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა კი­ევ­ში ვი­ზი­ტის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ მხარს უჭერს სას­წრა­ფო ზა­ვის იდე­ას. ორ­ბან­მა აღი­ა­რა, რომ ზე­ლენ­სკიმ მას­თან სა­უ­ბარ­ში უარ­ყო მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ზავს უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის ფრონ­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხა­ზის გა­ყინ­ვით.