ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია- ვინ ლიდერობს ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში? | Allnews.Ge

ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია- ვინ ლიდერობს ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში?

ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს.

კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლეიბორიატებმა 410 მანდატი მიიღეს. ამავე შედეგებით, კონსერვატიულმა პარტიამ 131 მანდატი მოიპოვა.

ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლიბერალ დემოკრატებს 61 წარმომადგენელი ეყოლება, პარტია Reform UK-ს - 13 ადგილი ექნება. რაც შეეხება შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, ის 10 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

როგორც დასავლური მედია წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტების ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.