ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი? - "დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ კითხვები გააჩინა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით"
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სუსტმა დებატებმა გასულ კვირას დემოკრატიულ პარტიაში შოკი გამოიწვია, რამაც წამოჭრა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს იგი საპრეზიდენტო კანდიდატად, თუ უკან დახევას გადაწყვეტს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ეს ნაბიჯი - თუმცა ნაკლებად სავარაუდო - ლოჯისტიკურ კოშმარს შექმნიდა და შეიძლება, დემოკრატებს შორის ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემამდე რამდენიმე თვით ადრე შიდაპარტიული ბრძოლა გამოეწვია.
მაგრამ დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ ბაიდენის კანდიდატურის მომავლის შესახებ კითხვები გააჩინა იმაზე, იქნება თუ არა ნოემბერში 81 წლის პრეზიდენტი სწორი კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
ბევრმა დემოკრატმა აღნიშნა ტრამპის დამარცხების მნიშვნელობა, როდესაც ბაიდენის პარტიის ნომინაციაზე პრეტენზიას მხარს უჭერდნენ თუ უარჰყოფდნენ.
არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც პრეზიდენტი შეიძლება სხვა კანდიდატით ჩანაცვლდეს, მაგრამ შანსები მცირეა, რომ არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლებ დროში ბაიდენი თავის კანდიდატურას მოხსნის.
მაგრამ, თუ ის ამას გააკეთებს, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც შეიძლება, ახალ კანდიდატად მოგვევლინოს.
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც უკვე არის სიაში, ბაიდენის ჩასანაცვლებლად რეალური არჩევანია. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ის რეპროდუქციული უფლებების დაცვისთვის ადმინისტრაციის კამპანიის სახე გახდა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ Roe v Wade გააუქმა. Roe v. Wade, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია აბორტის უფლებას იცავდა.
ჰარისმა დაამტკიცა, რომ პრეზიდენტის ერთგული მოკავშირეა და მისი დებატებზე გამოსვლა მტკიცედ დაიცვა. ღონისძიების შემდეგ აღიარა, რომ პრეზიდენტს "ნელი დასაწყისი" ჰქონდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მან შემდგომში უფრო არსებითი პასუხები გასცა, ვიდრე ტრამპმა.
"ადამიანებს შეუძლიათ იდავონ სტილის საკითხებზე, მაგრამ საბოლოოდ ეს არჩევნები და ის, თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი, შინაარსზე უნდა იყოს დამოკიდებული", - განუცხადა ჰარისმა CNN-ს.
ჰარისს სახელი უკვე განთქმული აქვს, რაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამსახურებაა, მაგრამ მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში დაბალი პოპულარობის რეიტინგებთან ჰქონდა პრობლემები.
გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების 49%-ს ჰარისი არ მოსწონსს, ხოლო 39%-ს - მოსწონს.
ჰარისს ასევე ექნება პრაიმ-ტაიმის მომენტი, რომელმაც შეიძლება, ის პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის წინ წასწიოს, როდესაც ის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დაუპირისპირდება. BBC-ის მედია პარტნიორი CBS ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების ჩატარებას აგვისტოში გეგმავს. იხილეთ სრულად