ისრაელმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისი დატოვონ - რა მდგომარეობაა რეგიონში? | Allnews.Ge

ისრაელმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისი დატოვონ - რა მდგომარეობაა რეგიონში?

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავდაპირველად აუდიო შეტყობინებები მიიღეს, სადაც მოუწოდებდნენ, წასულიყვნენ, შემდეგ კი ისრაელის არმიამ გაფრთხილება არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

image-1719894939.jpg

თვითმხილველები ამბობენ, ბევრი ადამიანი ტერიტორიას უკვე ტოვებს. ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი - ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელა.

myquiz