ვინ არის მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობენ? | Allnews.Ge

ვინ არის მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობენ?

EURO 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი დას­რულ­და. ჩვე­ნი გუნ­დი მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის უძ­ლი­ე­რეს გუნდთან და­მარ­ცხდა. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ეს­პა­ნუ­რი ნაკ­რე­ბის მცვე­ლი მარკ კუ­კუ­რე­ლია, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ბევ­რს ხუმ­რობ­დნენ, მისი გვა­რის მეგ­რულ გვა­რებ­თან მსგავ­სე­ბის გამო.

ვინ არის მარკ კუ­კუ­რე­ლია

25 წლის სპორ­ტსმე­ნი მარკ კუ­კუ­რე­ლია სა­სე­ტა და­ი­ბა­და 1998 წლის 22 ივ­ლი­სი. ეს­პა­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ინ­გლი­სუ­რი პრე­მი­ერ ლი­გის კლუბ ჩელ­სი­სა და ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ გუნ­დის მო­თა­მა­შეა.

კუ­კუ­რე­ლი­ას დე­ბი­უ­ტი „ბარ­სე­ლო­ნა­ში“ სა­რე­ზერ­ვო გუნდში შედ­გა. 16-დან 23 წლამ­დე ოლიმ­პი­ურ ტურ­ნირ­ში 2020 წელს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მისი დე­ბი­უ­ტი უფ­რო­სე­ბის გუნდში 2021 წელს შედ­გა.

ფეხ­ბურ­თი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი 4 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მამ ბარ­სე­ლო­ნას ეს­პა­ნი­ო­ლის აკა­დე­მი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა. მალე ეს­პა­ნურ­მა ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია 14 წლის ბიჭს, რო­მე­ლიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შობ­და აკა­დე­მი­ა­ში. მცვე­ლის­თვის მცი­რე სი­მაღ­ლის მი­უ­ხე­და­ვად (173 სმ), ის კარ­გად ხსნი­და ბურთს ჰა­ერ­ში.

sport-preview-marc-cucurella-42712-1719827181.webp

2022/2023 სე­ზონ­ში, კუ­კუ­რე­ლი­ამ ლონ­დო­ნის ჩელ­სის­თან ექ­ვსწლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. სატ­რანსფე­რო რბო­ლა­ში ჩელ­სიმ მან­ჩეს­ტერ სი­ტის მო­უ­გო და კუ­კუ­რე­ლია ხე­ტა­ფე­დან ჩელ­სი­ში რე­კორ­დულ 75 მი­ლი­ონ ევ­როდ გა­და­ვი­და. ბო­ნუ­სე­ბის ჩათ­ვლით მას კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ევრო აქვს ხელ­ფა­სი.

თუმ­ცა, ეს­პა­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნის კა­რი­ე­რა ლონ­დო­ნურ კლუბ­ში არ გა­მო­ვი­და. სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში მან 33 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ცუ­დად ითა­მა­შა. ის ჩელ­სის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მცვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სპორ­ტუ­ლი მე­დია მის კა­რი­კა­ტუ­რებს აქ­ვეყ­ნებ­და და წერ­და, რომ ის იყო მო­თა­მა­შე, რო­მელ­მაც მო­ლო­დი­ნი ვერ გა­ა­მარ­თლა. იხილეთ სრულად

myquiz