სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა - რა მოხდა ბელგრადში? | Allnews.Ge

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა - რა მოხდა ბელგრადში?

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ავრცელებს.

„დაახლოებით, დილის 11:00 საათზე, უცნობმა პირმა, რომლის ვინაობასაც ადგენენ, ჟანდარმერიის ოფიცერს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა არბალეტიდან ესროლა და კისერში მოარტყა“, - განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.

დაჩიჩმა აღნიშნა, რომ პოლიციელი გონზეა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

„ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა და თავდამსხმელს ესროლა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - აღნიშნა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

myquiz