"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..." | Allnews.Ge

"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..."

სა­მე­ფო ოჯახ­ზე შექ­მნი­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რის თქმით, პრინ­ცი ჰარი "გულ­ნატ­კე­ნი" იქ­ნე­ბა იმის გამო, რომ მეფე ჩარლ­ზი­სა და პრინ­ცე­სა ქე­ი­თის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია სა­ვა­რა­უ­დოდ, წლე­ვან­დელ "ფე­რე­ბის აღ­ლუმ­ზე" არ მი­იწ­ვი­ეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­მე­ფო ოჯა­ხის ბევ­რი წევ­რი ეს­წრე­ბო­და.Fabulous-თან სა­უბ­რი­სას, ფილ დემ­პი­ერ­მა თქვა: "არა­ნა­ი­რი შან­სი არ არ­სე­ბობს, რომ მეფე ან პრინ­ცი უი­ლი­ა­მი ჰა­რის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის დე­ტა­ლებს გა­უ­ზი­ა­რებ­დნენ. ისი­ნი უბ­რა­ლოდ, არ ენ­დო­ბი­ან მას და ეში­ნი­ათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რა­საც ჩარლ­ზის ან კეტ­რი­ნის შე­სა­ხებ ეტყვი­ან, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა: პრე­სა­ში, პოდ­კას­ტში ან სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. ყვე­ლამ ვი­ცით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნად გა­უ­ა­რეს­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ვში­შობ, შე­რი­გე­ბის შან­სის გა­ჩე­ნა­საც კი ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

თუ ჰარი თავს გა­რი­ყუ­ლად გრძნობს და იზო­ლი­რე­ბუ­ლად გრძნობს, ვში­შობ, ეს მისი ბრა­ლია. ჰარი შე­იძ­ლე­ბა გულ­ნატ­კე­ნი იყოს, რომ თა­ვი­სი ოჯა­ხის­გან ამ­ბავს ვერ იგებს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლოს".

ფილ­მა, რო­მე­ლიც არის წიგ­ნის "Royally Suited: Harry and Meghan in Their Own Words" ავ­ტო­რი, აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ის­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ოთხდღი­ა­ნი ვი­ზი­ტი­სას, პრინ­ცი ჰარი თა­ვის მა­მას ან ძმას არ შეხ­ვედ­რია. სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მეფე ჩარლ­ზის გა­დატ­ვირ­თულ გან­რიგს მი­ა­წე­რა.

ფი­ლის თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა პრინც უი­ლი­ამს, მისი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ქე­ი­თის დაც­ვაა. იხილეთ სრულად