ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ- ვინ არიან გაერთიანების ახალი ლიდერები? | Allnews.Ge

ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ- ვინ არიან გაერთიანების ახალი ლიდერები?

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი - ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.

სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციებიდანაა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლეიენი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანტონიო კოსტა „სოციალისტია“, კაია კალასი კი - ლიბერალი.

ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.