აქტივისტებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი- რა ხდება კენიაში? | Allnews.Ge

აქტივისტებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი- რა ხდება კენიაში?

კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან. დემონსტრანტებმა ჯერ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, მომიტინგეები პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომასაც ითხოვენ.

პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს, თუმცა ამოიღეს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ფლობაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.