ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა - დაიღუპა ერთი პოლიციელი, მეორე კი - დაშავდა- რა ვიცით მომხდარზე?
პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი - მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ შტუტგარტში მოხდა, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც მეორე მოტოციკლს შეეჯახა.
61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.