"წყალს ჩემი ჩექმიდან ვსვამდი, მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ..." - როგორ გადარჩა ველურ ბუნებაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც 10 დღის შემდეგ იპოვეს
მოლაშქრე, რომელიც კალიფორნიის მთებში დაიკარგა, 10 დღის შემდეგ ცოცხლად იპოვეს. მას არავისთვის ჰქონდა ნათქვამი, სად მიდიოდა. მოლაშქრე საკუთარი თავის გადასარჩენად საკუთარი ჩექმიდან ერთ გალონ წყალს სვამდა.
34 წლის ლუკას მაკლიში, 11 ივნისს სამსაათიან ლაშქრობას შეუდგა Big Basin Redwoods-ის სახელმწიფო პარკში, მას შემდეგ, რაც მეგობარი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ იქ იშვიათი გრანიტის შრეები იყო.
ლუკასს არავისთვის შეუტყობინებია, სად მიდიოდა და თან მხოლოდ რამდენიმე ნივთი წაიღო, რადგან გასეირნებას მხოლოდ შუადღისთვის გეგმავდა. მას პერანგიც კი არ ჩაუცვამს.
"წავედი შარვლით, ლაშქრობის ფეხსაცმლით და ქუდით," - აღნიშნა გადარჩენილმა მაკლიშმა, - "მქონდა ფანარი და დასაკეცი მაკრატელი - სულ ეს იყო, რაც წავიღე”.
მაკლიში, გამოცდილი მოლაშქრე , რომელიც ხანძრით განადგურებულ ტყეებში ლანდშაფტის დიზაინს აკეთებს, ამბობს, რომ "გაოცებული" იყო, როცა აღმოაჩინა, რომ დაიკარგა - და ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა. განგაში მისმა მშობლებმა 16 ივნისს, მისი გაუჩინარებიდან ხუთი დღის შემდეგ ატეხეს, როდესაც ის მამის სადილზე არ გამოჩნდა.
მან ცხრა ღამე და 10 დღე გაშლილ ბუნებაში, უპერანგოდ გაატარა - წყალს ნაკადულიდან საკუთარი ჩექმით სვამდა, იკვებებოდა ველური კენკრით და სველ ფოთლებზე ეძინა. მოლაშქრემ წონაში დაახლოებით 30 ფუნტი დაიკლო. იხილეთ სრულად