კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა
კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.
კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ დომინიკ ლებლანის განცხადებით, გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი მუდმივად ავლენს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, როგორც ირანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე ის ცდილობს გავლენა მოახდინოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დესტაბილიზაციაზე.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ირანში მთავარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.