ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი? | Allnews.Ge

ძალადობისა და კანიბალიზმის შოკისმომგვრელი ბრალდებები და ბიზნეს დინასტიის შთამომავლის დასრულებული სამსახიობო კარიერა - რას ამბობს ერთ დროს "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული არმი ჰამერი?

ჰო­ლი­ვუ­დის ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბის, არმი ჰა­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის მად­ლი­ე­რია, რომ მისი კა­რი­ე­რა კა­ნი­ბა­ლიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის შო­კის­მომ­გვრე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გამო დას­რულ­და. მან თა­ვი­სი და­ცე­მა “ნე­იტ­რო­ნულ ბომბს” შე­ა­და­რა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

ერთ დროს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა, Call Me By Your Name-ის 37 წლის ვარ­სკვლა­ვის­თვის, მა­შინ და­იმ­სხვრა, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ქალ­მა მას ძა­ლა­დო­ბი­სა და კა­ნი­ბა­ლიზ­მის ფან­ტა­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

არ­მანდ დუ­გ­ლას ჰა­მე­რი 1986 წლის 28 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. არის ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მა­იკლ არ­მანდ ჰა­მე­რის შვი­ლი და ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი­სა და ქველ­მოქ­მე­დის არ­მანდ ჰა­მე­რის შვილ­თაშ­ვი­ლი. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­წყო. მან პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი, ბილი გრე­ჰე­მი, 2008 წლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­ულ ფილმში „ბილი: ად­რინ­დე­ლი წლე­ბი“ ითა­მა­შა. 2010 წელს გა­მოჩ­ნდა დე­ი­ვიდ ფინ­ჩე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ულ დრა­მა­ში -„სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი“. 2011 წელს კლა­ი­დი ტოლ­სო­ნის როლი ითა­მა­შა ამე­რი­კულ ბი­ოგ­რა­ფი­ულ დრა­მა­ში, „ჯ. ედ­გა­რი“. 2013 წელს ლოუნ რე­ინ­ჯე­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რა ფილმში "მარ­ტო­ხე­ლა რე­ინ­ჯე­რი“. 2015 წელს გა­მოჩ­ნდა ფილმში, "აგენ­ტე­ბი U.N.C.L.E“. ხოლო 2017 წელს მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რო­მან­ტი­კულ დრა­მა­ში, "შენი სა­ხე­ლით მომ­მარ­თე“, სწო­ერდ ამ ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოქ­როს გლო­ბუს­ზე". 2018 წელს ფილმში "გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა“ ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტი მარ­ტინ დე­ი­ვიდ გინსბურ­გი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. 2018 წელს ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კულ პი­ე­სა­ში „Straight White Men“.2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­მა ყო­ფილ­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, 26 წლის ეფი ან­ჯე­ლო­ვამ ის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ჰა­მერ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბა ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბით უარ­ჰყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ყვე­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი იყო "სრუ­ლი თან­ხმო­ბით, წი­ნას­წარ გან­ხი­ლუ­ლი და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი".

armi-hameri-filmi-52270-1718637925.jpg

პოდ­კასტ Painful Lessons-ის ეთერ­ში მსა­ხი­ობ­მა სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და: "იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მოხ­და, ახლა ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე ვარ, როცა ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლი­ე­რი ვარ. რე­ა­ლუ­რად, ვარ ეტაპ­ზე, რო­მელ­ზეც ვარ გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, რად­გან იქ, სა­დაც ცხოვ­რე­ბა­ში მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, თავს კარ­გად არ ვგრძნობ­დი. არას­დროს ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი, არა­ფე­რი მყოფ­ნი­და, არას­დროს ვი­ყა­ვი სა­კუ­თა­რი თა­ვით ბედ­ნი­ე­რი და არ მქონ­და თვით­შე­ფა­სე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჰა­მერ­მა.

მისი თქმით, ადრე არ იცო­და, რო­გორ ჰყვა­რე­ბო­და სა­კუ­თა­რი თავი და რო­გორ მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვა­ლი­და­ცია.

"მაგ­რამ მქონ­და საქ­მე, სა­დაც ამას ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან ვი­ღებ­დი, რომ არას­დროს მჭირ­დე­ბო­და, მეს­წავ­ლა, რო­გორ უნდა მი­მე­ცა ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის თა­ვად". იხილეთ სრულად