თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ" | Allnews.Ge

თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ"

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, კი­რილ ბუ­და­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, 14 ივ­ნი­სის ღა­მეს უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის "მო­რო­ზოვ­სკის" აე­როდ­რომ­ზე თავ­დას­ხმის­თვის მი­ნი­მუმ 70 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ბუ­და­ნო­ვის თქმით, ოპე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო და აე­როდ­რომს, სულ მცი­რე, 70 და, შე­საძ­ლოა მეტი, უკ­რა­ი­ნუ­ლი Dragon-ის და Splash-ის დრო­ნით და­არ­ტყეს.ბუ­და­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ვე­ლო­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა ბუ­და­ნოვ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით მე­ო­რე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა "მო­რო­ზოვ­სკზე" ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბუ­და­ნოვ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმა გან­მე­ორ­დე­ბა.

კერ­ძოდ, კი­თხვა­ზე, გეგ­მა­ვენ თუ არა უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი მო­რიგ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმას ამ აე­როდ­რომ­ზე, ბუ­და­ნოვ­მა უპა­სუ­ხა: „დიახ“.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რიმ­ში 87 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.