აფეთქება და ძლიერი ხანძარი ერევანთან ახლოს - დაშავებულია შვიდი ადამიანი: რა მოხდა სომხეთში | Allnews.Ge

აფეთქება და ძლიერი ხანძარი ერევანთან ახლოს - დაშავებულია შვიდი ადამიანი: რა მოხდა სომხეთში

სომ­ხეთ­ში, დე­და­ქა­ლაქ ერე­ვან­თან ახ­ლოს, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან ორი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. აფეთ­ქე­ბა ერე­ვან-სე­ვა­ნის გზის მე-2 კმ მო­ნაკ­ვეთ­ზე მდე­ბა­რე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მოხ­და და ად­გილ­ზე დიდი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. მის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში 30-ზე მეტი სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი იყო ჩარ­თუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი თხე­ვა­დი აი­რის ბა­ლო­ნის აფეთ­ქე­ბა იყო.

myquiz