ევროპის რომელ ქვეყნებშია ყველაზე ხანგრძლივი/მოკლე სამუშაო საათები - Eurostat-ის კვლევა
ნიდერლანდელები, სხვა ევროპელებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებს მუშაობენ. მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო, Eurostat ავრცელებს.
კერძოდ, ნიდერლანდელები კვირაში, საშუალოდ, 32,2 საათს მუშაობენ, მაშინ, როცა ევროკავშირში ადამიანები კვირაში სამუშაოზე, საშუალოდ, 36,1 საათს ატარებენ.
Eurostat-ის მონაცემებით, ნიდერლანდელების შემდეგ ევროპაში ყველაზე ნაკლებს ავსტრიასა და გერმანიაში მუშაობენ. ავსტრიელების სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, საშულაოდ, 33,6 სთ-ს, ხოლო გერმანელების 34 სთ-ს შეადგენს.
მეორეს მხრივ, ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა საბერძნეთშია, სადაც ადამიანები 39,8 საათს მუშაობენ. საბერძნეთს ოდნავ ჩამორჩება რუმინეთი (39,5 სთ), პოლონეთი (39,3 სთ) და ბულგარეთი (39,0 სთ). იხილეთ სრულად