ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები
პროექტმა “მინდა სიცოცხლე“, გამოაქვეყნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველის რომან გორილიკის ფოტოები, რომელიც აგრესორმა რუსეთმა 2-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა.
რუსმა სამხედროებმა გორილიკი 2022 წელს, კიევზე თავდასხმის მცდელობისას გაიტაცეს. ის და კიდევ 74 პატიმარი უკრაინაში მიმდინარე წლის 31 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების შედეგად დაბრუნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომან გორილიკს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
ის 2022 წლის მარტამდე, ვიდრე ტყვედ აიყვანდნენ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვის უფროსის პოსტს იკავებდა. რომანთან ერთად, 2 წლის წინ რუსმა სამხედროებმა მძევლად კიდევ 168 ეროვნული გვარდიელი აიყვანეს და ქვეყნიდან ბელორუსის გავლით გაიყვანეს. მათგან 89 დღემდე ტყვეობაში რჩება. იხილეთ სრულად