„საუკუნის წყალდიდობა" გერმანიაში - ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

„საუკუნის წყალდიდობა" გერმანიაში - ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 43 წლის ქალია, რომლის ცხედარიც მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ასევე სტიქიას ემსხვერპლა 42 წლის მოხალისე მაშველი.

4a6c1b3c-germany-flood-1717475774.webp

როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კვლავაც კრიტიკული და დაძაბულია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იკლო, თუმცა სხვა დასახლებები ისევ დატბორილია, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

წყალდიდობის გამო გერმანიის რკინიგზამ ქვეყნის სამხრეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა. გერმანიის მედია სტიქიას „საუკუნის წყალდიდობას“ უწოდებს. ადგილობრივი მთავრობა რეგიონებისთვის მიყენებულ უზარმაზარ ფინანსურ ზარალზე საუბრობს და ფედერალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.