რუსეთის მოქალაქე პარიზში, ოლიმპიადისას ტერაქტს ამზადებდა- რა ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პოლიცია? | Allnews.Ge

რუსეთის მოქალაქე პარიზში, ოლიმპიადისას ტერაქტს ამზადებდა- რა ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პოლიცია?

საფრანგეთში რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც პარიზის ოლიმპიადისას ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. - ფრანგლული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი 22 მაისს, შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალი წაუყენეს როგორც ტერორისტული ჯგუფის მეთაურს, რომელიც ამზადებდა დანაშაულს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, დაკავებული ამზადებდა მაყურებლებზე და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სტადიონ „ჟოფრუა გიშარზე“, სადაც ზაფხულში ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს.

myquiz