"ცივი ომის" შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნა დაიწყო - ეს იმისთვის, თუ რუსეთი ნატო-ს მოკავშირე ქვეყანას თავს დაესხმება: რას მოიაზრებს Steadfast Defender-ის სცენარი? | Allnews.Ge

"ცივი ომის" შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნა დაიწყო - ეს იმისთვის, თუ რუსეთი ნატო-ს მოკავშირე ქვეყანას თავს დაესხმება: რას მოიაზრებს Steadfast Defender-ის სცენარი?

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი დღეს "ცივი ომის" შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო წვრთნებს - Steadfast Defender 24-ს ("მტკი­ცე მცველს“) ას­რუ­ლებს.

წვრთნე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბას, ორ წელ­ზე მეტი ხნის წინ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შე­დე­გად ევ­რო­პა­ში შეც­ვლი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ვი­თა­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და­ი­წყო.ნატო-ს შტაბ-ბი­ნის ცნო­ბით, წვრთნებ­ში, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი თვის წინ და­ი­წყო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 90 000-ზე მეტ­მა სამ­ხედ­რომ ნატო-ს 32-ვე წევ­რი ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის შვე­დე­თი­დან, რო­მე­ლიც ალი­ანსს წელს შე­უ­ერ­თდა.

აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, წვრთნებ­ში 50-ზე მეტი ხო­მალ­დი, 1100-მდე საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა და 80-ზე მეტი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი იყო ჩარ­თუ­ლი. კერ­ძოდ, წვრთნე­ბის ფარ­გლებ­ში, ნატო-ს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე ეროვ­ნუ­ლი და მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გან­ლა­გე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

nato2-45200-1717147952.jpg

სა­ა­გენ­ტო dpa წერს, რომ Steadfast Defender-ის სცე­ნა­რი არის მო­კავ­ში­რე­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმა, რაც იწ­ვევს ნატო-ს კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-5 მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბას. ალი­ან­სში აცხა­დე­ბენ, რომ წვრთნე­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ცა­დეს ალი­ან­სის ახა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­სულ წელს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ა­თან­ხმეს. იხილეთ სრულად