დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს- რა ელის ყოფელ პრეზიდენტს?
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ეს არის უპრეცედენტო განაჩენი, ვინაიდან ტრამპი არის პირველი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.
მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით სასჯელს.
პროკურორებმა ტრამპი დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობის ძირის გამოთხრის მიზნით უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობაში და ნეგატიური ინფორმაციის აღკვეთის უკანონო გეგმაში, რომელიც მოიცავდა ყოფილი კინოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.
ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სამარცხვინო საქციელი უწოდა და განაცხადა, რომ "ნამდვილი განაჩენი" გამოცხადდება 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.