ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში? | Allnews.Ge

ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში?

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის მი­წო­დე­ბის ჯაჭვს ეხე­ბო­და, და­ად­გი­ნა, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მსხვი­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი Lancôme და Aerin Beauty იყე­ნე­ბენ, გა­სულ ზა­ფხულს, არას­რულ­წლო­ვან­მა ბავ­შვებ­მა შე­აგ­რო­ვეს.

თუმ­ცა ყვე­ლა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დი აცხა­დებს, რომ ისი­ნი არ და­უშ­ვე­ბენ ბავ­შვთა შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

L'Oréal-მა, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია Lancôme, გა­ნა­ცხა­და, რომ ის პა­ტივს სცემს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. Estée Lauder რო­მე­ლიც ფლობს Aerin Beauty-ს, კი ამ­ბობს, რომ უკვე და­უ­კავ­შირ­და თა­ვის მომ­წო­დებ­ლებს.გა­მო­ძი­ე­ბა­ში სა­უ­ბა­რია ჟას­მინ­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ ორი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დის სუ­ნა­მო­ებ­ში. მცე­ნა­რის პლან­ტა­ცი­ე­ბი ეგ­ვიპ­ტე­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი და ჟას­მი­ნის მსოფ­ლიო მა­რა­გის ნა­ხე­ვა­რი, სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნა­ზე მო­დის.

1ee27840-1ced-11ef-80aa-699d54c46324-44511-45253-1717063471.png

ინ­დუსტრი­ის ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­წარ­მო­ში იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი ჟას­მი­ნის მკრე­ფა­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჩარ­თონ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში.

ჰება ეგ­ვიპ­ტე­ში ჟას­მი­ნის რე­გი­ო­ნის გულ­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, მისი ოჯა­ხი ღა­მის 03:00 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს და ჟას­მი­ნის საკ­რე­ფად მი­დის, სა­ნამ სი­ცხე არ და­ა­ზი­ა­ნებს მცე­ნა­რეს. ქალს პლან­ტა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა­ში ოთხი შვი­ლი ეხ­მა­რე­ბა. მათი ასა­კი 5-დან 15 წლამ­დეა. ეგ­ვიპ­ტე­ში ჟას­მი­ნის მკრეფ­თა უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, ისიც მცი­რე ფერ­მა­ში მუ­შა­ობს, რო­გორც „და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკრე­ფა­ვი“. რაც უფრო მეტ ყვა­ვილს შე­აგ­რო­ვებს ის და მისი შვი­ლე­ბი, მით მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

იმ ღა­მეს, რო­დე­საც "ბი­ბი­სიმ" პლან­ტა­ცი­ა­ში გა­და­ი­ღო, ჰე­ბამ და მის­მა შვი­ლებ­მა 1,5 კგ ჟას­მი­ნის ყვა­ვი­ლის შეგ­რო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. შეგ­რო­ვი­ლი ყვა­ვი­ლის მე­სა­მე­დი მი­წის მფლო­ბელს მის­ცეს, დარ­ჩე­ნილ ყვა­ვილ­ში 1,50 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. ეს მა­შინ რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტე­ში ინფლა­ცია რე­კორ­დულ დო­ნე­ზეა და ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ცხოვ­რობს. იხილეთ სრულად

myquiz