სროლა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს (ვიდეო) - მექსიკაში საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს | Allnews.Ge

სროლა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს (ვიდეო) - მექსიკაში საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე გერეროს შტატში მერობის 5 კანდიდატი და ფედერალური პარლამენტის დეპუტატობის ერთი კანდიდატი მოკლეს. მექსიკაში არჩევნები 2 ივნისს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის დეპუტატებს, 8 შტატის გუბერნატორებს, დედაქალაქის მერს და კიდევ რამდებიმე დასახლებული პუნქტის ხელმძღვანელებს აირჩევს.

myquiz