ვისი შვილია 16 წლის გოგონა, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებულად ზრუნავს | Allnews.Ge

ვისი შვილია 16 წლის გოგონა, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებულად ზრუნავს

ლეონარდო დიკაპრიოს არასდროს უთქვამს, რომ ქორწინებისა და შვილების გაჩენის წინააღმდეგია. თუმცა, ფაქტია, ის ახლა 49 წლისაა და ოჯახი არ შეუქმნია. ერთხელ მსახიობმა იხუმრა და ბებიას სიტყვები გაიხსენა. ბებიამ ლეონარდოს უთხრა, რომ თუ 40 წლამდე არ დაოჯახდებოდა, მერე მცდელობას აზრი აღარ ჰქონდა და ამ საქმიდან კარგი არც არაფერი გამოვიდოდა. როგორც ჩანს, ოსკაროსანმა მსახიობმა მისი სიტყვები სერიოზულად მიიღო და ოფიციალურად არ დაქორწინებულა. ბოლო წლების განმავლობაში მას სხვადასხვა მოდელთან რომანს მიაწერენ და პრესაშიც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ჯერ ვერავინ მიიღო თუნდაც ოფიციალური საცოლის სტატუსი.

5-1716963751-1717047415.jpg

სამაგიეროდ, ლეონარდო განსაკუთრებულად ზრუნავს ძმისშვილზე, ნორმანდიაზე, და მას, როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლის.

ცოტა ხნის წინ 16 წლის გოგონა ვარსკვლავ ბიძასთან ერთად პაპარაცებმა დააფიქსირეს. ლეონარდო ძმისშვილთან ერთად ბევერლი ჰილზის ქუჩებში სეირნობდა და ძვირად ღირებულ მაღაზიებს სტუმრობდა. მსახიობმა ძმისშვილი Tiffany & Co-ს, Prada-სა და სხვა მაღაზიებში წაიყვანა. გოგონას ხელში პარკები ეჭირა და კმაყოფილი ჩანდა. იხილეთ სრულად