პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ | Allnews.Ge

პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ

პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ. თუმცა, როგორც Reuters წერს, სტიქიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილების პოვნის იმედი თითქმის არ აქვთ.

მათი თქმით, ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალახის ქვეშ არის მოყოლილი.

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი 24 მაისს ჩამოწვა. მას შემდეგ სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქვეყანამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარებას სთხოვა.

myquiz