მემკვიდრეები, რომლებმაც მილიონები ბოლო დოლარამდე გაფლანგეს
ისტორია გვიჩვენებს, რომ სიმდიდრიდან სიღარიბეში გადასვლა ძალიან რეალური პერსპექტივაა.
საკონსულტაციო ფირმა Williams Group-ის თანახმად, მდიდარი ოჯახების 70% ქონებას კარგავს, როდესაც მას მეორე თაობას გადასცემენ, ხოლო მომდევნო თაობები ქონების 90%-მდე ფლანგავენ.
ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას, როდესაც მემკვიდრეებმა მიღებული მილიონები ბოლო დოლარამდე გაფლანგეს:
ტორი სპელინგი
თორი სპელინგმა 2006 წელს, მამისგან მემკვიდრეობით 800,000 დოლარი მიიღო, რაც დღეის მდგომარეობით 1.2 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
დედამისის თქმით, ტორი დიზაინერების მაღაზიაში ერთი ვიზიტისას საშუალოდ 60 000 დოლარს ხარჯავდა. ხარჯავდა ფულს მოგზაურობაში, ძვირად ღირებულ ნივთებსა და მდიდრული ცხოვრების წესში. საბოლოოდ, 2019 წლისთვის ტორი ვალებში აღმოჩნდა და დაევალა გადაეხადა American Express საკრედიტო ბარათზე გახარჯული 88,246,55 აშშ დოლარის დავალიანება.
2023 წელს, კალიფორნიის საგადასახადომ მას 96,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. დღეს ტორი სპელინგი მეუღლესთან განქორწინების პროცესშია და საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.
ჯონ ჰერვი, ბრისტოლის მე-7 მარკიზი
მოდელი ლედი იზაბელა ჰერვისა და სოციალისტი ლედი ვიქტორია ჰერვის ვაჟმა, ბრისტოლის მე-7 მარკიზმა ჯონ ჰერვიმ, 1975 წელს, 21 წლის ასაკში მემკვიდრეობით მიიღო, დაახლოებით 34,9 მილიონი აშშ დოლარი.
20 წლის განმავლობაში ჰერვიმ თავისი ქონება ნავთობში, უძრავ ქონებაში და ფერმერობაში წარმატებული ინვესტიციებით გაზარდა, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებამ, სუპერქარებზე და უკონტროლო ფულის ხაჯრვაისკენ მიდრეკილებამ მისი გაკოტრებაც გამოიწვია.
მან მოგვიანებით აღიარა, რომ ათწლეულზე ნაკლებ დროში კოკაინსა და ჰეროინზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ორჯერ დააპატიმრეს ნარკოდანაშაულისთვის და დეპორტირებული იქნა ავსტრალიიდან.
1990-იანი წლების დასაწყისისთვის ჰერვი პრაქტიკულად, გაკოტრებული იყო.
ვალებში ჩაძირულმა მე-7 მარკიზმა მემკვიდრეობა მიჰყიდა National Trust-ს. ჰერვი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ სრულად