რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა | Allnews.Ge

რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ერთ-ერ­თმა უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ან­მა და თა­ნა­მო­აზ­რემ, მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა, გროზ­ნოს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ახ­მა­ტის“ (გროზ­ნო) პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი და­ტო­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ამ დრო­ის­თვის, იგი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს რე­გი­ო­ნუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

და­უ­დოვ­მა კლუ­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე და­წე­რა - მან ხაზი გა­უს­ვა, რომ გა­დად­გო­მის მი­უ­ხე­და­ვად ის "გან­ზე არ დგას“ და კლუბ­ში დაგ­რო­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს გა­უ­ზი­ა­რებს.რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ახ­მა­ტის“ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვის 18 წლის ვაჟი, ახ­მატ კა­დი­რო­ვი გახ­და, რო­მე­ლიც გუ­შინ სპორ­ტის რე­გი­ო­ნულ მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. ამ პოსტზე მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე უმარ და­უ­დო­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში. გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად დარ­ჩა რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­უღ­ლის ძმა ახ­მედ აი­და­მი­რო­ვი.

მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა გა­სულ კვი­რას რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­ზან კა­დი­როვ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის თქმით, მისი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე "აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლი­დე­რო­ბის ნიჭი სხვა სფე­რო­ში“.

ჩეჩ­ნეთ­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ კა­დი­რო­ვის შვი­ლე­ბი, მისი დები, სი­ძე­ე­ბი, ძმის­შვი­ლე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი.

myquiz