ჩინეთს მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა | Allnews.Ge

ჩინეთს მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ჩინეთს მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ჩინეთის სამხედრო წვრთნებში, რომლებიც კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებია ჩართული.

Reuters-ის ინფორმაციით, პეკინმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ე.წ. „სადამსჯელო“ წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი დღის წინ ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.

გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას ცინგ დემ ჩინეთს ტაივანის მიმართ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ოფიციალური პეკინის გაღიზიანება მოჰყვა.

myquiz