"ამ სამარცხვინო კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო" - ერდოღანი "ევროვიზიას" აკრიტიკებს | Allnews.Ge

"ამ სამარცხვინო კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო" - ერდოღანი "ევროვიზიას" აკრიტიკებს

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურსსა და მის მო­ნა­წი­ლე­ებს აკ­რი­ტი­კებს. რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ყო­ველ­წლი­ურ კონ­კურსს "გენ­დერუ­ლი ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის­თვის საფრ­თხის შექ­მნა­ში" სდებს ბრალს.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ ამ მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ტრო­ას ცხე­ნე­ბი­ვით არი­ან და ხალ­ხის გარ­ყვნას ცდი­ლო­ბენ.

პრე­ზი­დენ­ტმა ისიც დას­ძი­ნა, რომ თურ­ქე­თის მიერ 12 წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მი­ე­ღო, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­მოდ­გა.

"ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ახლა უკვე ნამ­დვი­ლად დავ­რწმუნ­დით, რომ 12 წლის წინ ამ სა­მარ­ცხვი­ნო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო",- გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბა კონ­კურ­სის შვე­ი­ცა­რი­ე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, ნე­მო­სად­მი იყო მი­მარ­თუ­ლი.

24 წლის მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან მალე LGBTQ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­ვო­რი­ტი გახ­და და სა­ბო­ლო­ოდ, კონ­კურ­სშიც გა­ი­მარ­ჯვა.

myquiz