ფერადკანიანი ტომი, ქერა თმით: რატომ აქვთ განსხვავებული გარეგნობა სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებს და რა არის მათზე ცნობილი
მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2% აქვს ბუნებრივად ქერა თმა, მათი დიდი ნაწილი კი ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობს. თუმცა, მსოფლიო რუკაზე არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც ქერათმიანი ხალხი ცხოვრობს. სოლომონის კუნძულებზე მუქკანიან ადგილობრივთა 5-10 პროცენტს ქერა თმა აქვს. მეცნიერები ამ ფენომენს დიდხანს იკვლევდნენ.
მათ არ უყვართ სტუმრები
სოლომონის კუნძულების მცხოვრებლებს ისტორიულად ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ ევროპელებთან. ცნობილია, რომ ამ კუნძულებზე პირველად უცხო ადამიანები 3 ათასი წლის წინ ჩავიდნენ და ისინი პაპუელები იყვნენ. დაახლოებით 2 ათასი წლის შემდეგ კი კუნძულს პოლინეზიელებმა მიაკითხეს. სოლომონის კუნძული ევროპელებმა მხოლოდ მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს და ადგილს სახელი ბიბლიური გმირის სოლომონის პატივსაცემად დაარქვეს. ესპანეთს უნდოდა რომ კუნძული თავის კოლონიად ექცია, თუმცა იქ ჩასული ადამიანები ადგილობრივებმა დახოცეს.
მომდევნო საუკუნეებშიც ვერ მოიკიდეს ფეხი ევროპელებმა, მიზეზი ისევ კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობის არასტუმართმოყვარეობა გახდა. უცხოეთიდან ჩასულ ვაჭრებსა და მისიონერებს, როგორც წესი, ისინი თავიდან იშორებდნენ.
სოლომონის კუნძულები მე-18 საუკუნეში მეორედ აღმოაჩინეს - ამჯერად ინგლისელებმა. მიუხედავად იმისა, რომ ორი საუკუნე იყო გასული კუნძულის მცხოვრებლებსა და ევროპელებს შორის ურთიერთობა ისევ არ განვითარდა. მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მოახერხა და ბრიტანეთმა სოლომონის კუნძულები თავის კოლონიად გამოაცხადა. ადგილზე კი პლანტაციების გაშენება დაიწყო - ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, რომ დაეთმოთ. იხილეთ სრულად