"გარყვნილი ჰერცოგინია" - ქმარი მას ნიმფომანიაკს უწოდებდა და 88 მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობაში ადანაშაულებდა: ყველაზე ცნობილი ბრიტანული სკანდალი
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა BBC One-ის ახალი სერიალი - A Very British Scandal - რომელშიც მთავარ როლებს კლერ ფოი და პოლ ბეტანი ასრულებენ. სიუჟეტი რეალური მოვლენებზეა დაფუძნებული და არგილის ჰერცოგინიის - მარგარეტ კემპბელის სკანდალური პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
მარგარეტის ქმარი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი ნიმფომანიაკი იყო - ეს ამბავი 1960-იანი წლების ლონდონში ყველაზე გახმაურებულ თემად იქცა, მარგარეტი კი მომდევნო 30 წლის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო.
ეტელ მარგარეტ უიგამი 1912 წლის 1 დეკემბერს, ჯორჯ უიგამის, კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მეუღლის ჰელენ მანის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის გაატარა. მშობლებისგან ყურადღების დეფიციტს განიცდიდა, ამიტომ უკვე 6 წლის ასაკში ფსიქოლოგთან მიიყვანეს, გარდა ამისა მეტყველების პრობლემები ჰქონდა და მეფე ჯორჯ VI- ის ლოგოპედი ლიონელ ლოგი მკურნალობდა.
ერთხელ როდესაც დედა და ქალიშვილი ბემბრიჯში (არისტოკრატული კურორტი კუნძულ უაიტზე) ისვენებდნენ, მარგარეტის სილამაზემ კინომსახიობ დევიდ ნივენის ყურადღება მიიქცია, რომელმაც არასრულწლოვანთან რომანი გააჩაღა. საქმე ცუდად დასრულდა: გოგონა, რომელიც მხოლოდ 15 წლის იყო, დაორსულდა და ფარულად აბორტის გაკეთება მოუწია.
1930 წელს წლის დებიუტანტად დასახელდა, სწორედ აქედან იწყება მისი გაუთავებელი რომანების სერია: ჯერ პრინც ალი ხანთან, რომლის მუსლიმანური რწმენა არ იყო მიღებული ვიგამების ოჯახში, გლენ კიდსტონი, დაქორწინებული მილიონერი; მაქს აიტკენი, ლორდ ბივერბრუკის ვაჟი; და ფულკე უორვიკი, უსახსრო გრაფი.
20 წლის ასაკში ის საბოლოოდ დაქორწინდა ჩარლზ სვინიზე, ირლანდიელ-ამერიკელ საფონდო ბროკერზე და მოყვარულ გოლფის მოთამაშეზე, რომლის ოჯახიც ნახშირის მოპოვებით გამდიდრდა. წყვილს ორი შვილი, ფრენსისი და ბრაიანი შეეძინა. მათი ქორწინება კი 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დასრულდა. იხილეთ სრულად