ინდოელმა კაცმა ორ საკვებზე უარის თქმით 9 თვეში 20 კგ დაიკლო
აღმოჩნდა, რომ საკმარისი იყო მხოლოდ ორი პროდუქტის გამორიცხვა.
ინდოეთის სავაჭრო ფლოტის წამყვანმა ინჟინერმა, სახელად რაჯანიშმა, 9 თვეში 20 კილოგრამის დაკლება შეძლო, ეს ყველაფერი დიეტისა და ვარჯიშის პროგრამის წყალობით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მამაკაცის წონა, რომელიც ახლა 44 წლისაა, მერყეობდა 105-დან 110 კილოგრამამდე.
ამავდროულად, რაჯანიში ეწეოდა ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს და ზოგადად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ცუდი კვება ხელს უშლიდა მას წონის დაკლებაში. როდესაც რაჯანიშს ერთი წლის წინ მცირე სპორტული ტრავმის გამო ორთოპედთან მისვლა მოუწია, ექიმმა გააფრთხილა, რომ თუ წონაში არ დაიკლებდა, უახლოეს მომავალში აუცილებლად შეექმნებოდა მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც სტრესს ვერ გაუძლებდა. სურვილმა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი მუხლის სახსრები, ვიდრე ხელოვნური სახსრებით ჩაენაცვლებინა, რაჯანიშს უფრო მეტად უბიძგა წონის დაკლებისაკენ.
მამაკაცი შვებულებაში გავიდა და თავისთვის წონის დაკლების გეგმა შეიმუშავა. მისი მიზანი იყო თვეში 2-3 კილოგრამის სტაბილურად დაკლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
რაჯანიშმა რაციონიდან მთლიანად ამოიღო ბრინჯი და ხორბალი და ასევე შეწყვიტა შემწვარი საკვების მიღება. მან არ თქვა უარი საყვარელ ტკბილეულზე, მაგრამ ახლა ჭამდა მათ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და ასევე სვამდა დღეში სამ ლიტრ წყალს.
რა ღებულობდა ინდოელი, მენიუს ნიმუში:
საუზმე - ორი კვერცხი, ყავა ან ვაშლის, სტაფილოსა და ჭარხლის წვენი.
სადილი - ქათამი ან თევზი გრილზე შემწვარი ბოსტნეულით, ხაჭო და ცილებით მდიდარი პარკოსნები, როგორიცაა ოსპი ან ნუტი.
შუადღის ხემსი - ყავა, ხილი, თხილი.
ვახშამი - ბოსტნეულის მსუბუქი კერძი.