26 წლის წინ გაუჩინარებული ალჟირელი კაცი მეზობლის სარდაფში ცოცხალი იპოვეს - რა დაადგინა გამოძიებამ?
ალჟირში, დაახლოებით 26 წლის წინ გაუჩინარებული კაცი მეზობლის სარდაფში ცოცხალი იპოვეს. ომან ბინ ომრანი 1990-იან წლებში ალჟირის სამოქალაქო ომის დროს, ჯეფრაში გაუჩინარდა. ომრანი, რომელიც ახლა 45 წლისაა, აღმოაჩინეს 200 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც იზრდებოდა.
დააკავეს 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ომრანის ტყვეობაში ყოფნა. ომრანი გაუჩინარდა ალჟირის მთავრობასა და ილსამისტურ ჯგუფებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს. ოჯახი შიშობდა, რომ ბიჭი 200 000 მოკლულს შორის, ან 20 000 გატაცებულს შორის იყო.მაგრამ 12 მაისს ის სარდაფში, თივის გროვაში დამალული იპოვეს.პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივარი მიიღო ანონიმური პირისგან, რომელიც ატყობინებდა სამართალდამცავებს, რომ ომრანი მისი ერთ-ერთი მეზობლის სახლში, სარდაფში იყო.
"გენერალურმა პროკურორმა ბრძანება გასცა, რომ დაეწყოთ სიღრმისეული გამოძიება, ოფიცრები მივიდნენ მოცემულ სახლში. 12 მაისს მათ იპოვეს მსხვერპლი, 45 წლის ომარ ბინ ომრანი მისი მეზობლის სარდაფში“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ეჭვმიტანილმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მამაკაცს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
ომრანმა გამოძიებას უთხრა, რომ ხანდახან, შორიდან ხედავდა თავისი ოჯახის წევრებს, მაგრამ არ შეეძლო ტყვეობიდან წასვლა, რადგან "მეზობელმა შელოცვა გაუკეთა“.