"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე" | Allnews.Ge

"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ" ნო­ე­ლია ვო­იტ­მა, სულ რა­ღაც 7 თვის შემ­დეგ, თა­ვის ტი­ტულ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზად ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ასა­ხე­ლებს.

24 წლის ლა­მაზ­მან­მა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­ზი­ა­რა: "ნუ­რაფ­რის გამო დათ­მობთ თქვენს ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას. ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი სიმ­დიდ­რეა",- წერს ვო­ი­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

2023-noelia-voigt-attends-supermodels-76294948-65239-1715150339.jpg

"ჩემი, რო­გორც "მის აშშ"-ს გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი იყო, ჯერ იუ­ტას შტა­ტი წარ­ვად­გი­ნე სი­ა­მა­ყით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკვე მთლი­ა­ნად აშშ. სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და 2023 წლის "მის აშშ"-ს ტი­ტულ­ზე უარს ვამ­ბობ."

ვო­ი­ტი 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "მის აშშ"-ს 72-ე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და. ამავდრო­უ­ლად, ის პირ­ვე­ლი ვე­ნე­სუ­ელ-ამე­რი­კე­ლი ქალი გახ­და, ვი­საც ეს ტი­ტუ­ლი ოდეს­მე მი­უ­ღია. იხილეთ სრულად