პოლიციამ ჟერარ დაპარდიე დააკავა და დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა - რას ამბობს მომხდარის შესახებ მსახიობის ადვოკატი? | Allnews.Ge

პოლიციამ ჟერარ დაპარდიე დააკავა და დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა - რას ამბობს მომხდარის შესახებ მსახიობის ადვოკატი?

მე­დი­ის ცნო­ბით, დღეს ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ჟერ­არ დე­პარ­დიე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 75 წლის მსა­ხი­ობს სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის საქ­მე­ზე უჩი­ვი­ან. ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"დღე დას­რულ­და, მეტ დე­ტალს ვერ გე­ტყვით", – თქვა დე­პარ­დი­ეს ად­ვო­კატ­მა. თა­ვად მსა­ხი­ობს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე უარ­ყო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ბრალ­დე­ბე­ბი. გა­სულ წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ღია წე­რილ­ში მსა­ხი­ო­ბი წერ­და, რომ "არა­სო­დეს, არას­დროს მი­ძა­ლა­დია ქალ­ზე“.

ერთ-ერთი ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დას­ხმა ფილ­მის The Green Shutters-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მოხ­და. მისი თქმით, დე­რე­ფან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც დე­პარ­დი­ემ ხელ­ში აი­ტა­ცა და მკერ­დზე შე­ე­ხო.

2020 წელს დე­პარ­დი­ეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს მსა­ხი­ობ შარ­ლოტ არ­ნოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის. საქ­მე ამ დრომ­დე არ და­უ­ხუ­რავთ.

მა­ნამ­დე ფრან­გი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ეს­პა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რუთ ბა­სამ. ის ამ­ტკი­ცებს, რომ ეს შემ­თხვე­ვა 1995 წელს, პა­რიზ­ში მოხ­და, რო­დე­საც ის დე­პარ­დი­ეს­გან ინ­ტერ­ვი­უს იღებ­და. წყა­რო

myquiz