ვინ გახდება კადიროვის მემკვიდრე? - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს უკვე მტრად აღიქვამს და მის შემცვლელზე ფიქრობს
Novaya Gazeta Europe აწარმოებს ფართომასშტაბიან კვლევას ჩეჩნეთის პოლიტიკური ლიდერის, რამზან კადიროვის შემცვლელთან დაკავშირებით. ახალ სტატიაში საუბრობენ სავარაუდო მემკვიდრეებზე: კადიროვის ვაჟები, მისი ძმისშვილი და ჩეჩნეთის გავლენიანი კლანები. საუბარია ლიდერის დების და ქალიშვილების გავლენაზე რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. "როგორ უზრუნველვყოთ ძალაუფლების უსაფრთხო გადაბარება ჩეჩნეთში, მორიგი გამწვავებისა და პროვოცირების გარეშე?" - ეს ალბათ, ახლა რუსეთის მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხია.
"ჩვენი კვლევის ახალ სერიაში გეტყვით, თუ როგორ გახდა კადიროვი, კრემლის გაგებით, ჩეჩნეთის დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი. მოდით შევაფასოთ მემკვიდრეობის ყველაზე რეალური კანდიდატები. ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩეჩნეთის ლიდერის დების და ქალიშვილების გავლენას რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკაზე" - წერია მასალაში.
ვაჟები
გასული წლის მარტში კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმათი, კრემლში პირადად მიიღო ვლადიმერ პუტინმა. ეს მოულოდნელი და ძალიან ბუნდოვნად მოტივირებული შეხვედრა კადიროვის სავარაუდო ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე შედგა. სხვათა შორის, ახმატ კადიროვი პუტინთან არა თავად მამამ, არამედ ჩეჩნეთის მეთაურის კიდევ ერთმა მოკავშირემ, აბუბაკარ ედელგერიევმა წაიყვანა.
ახმატ კადიროვი პუტინს წარუდგინეს არა როგორც რესპუბლიკის, არამედ როგორც კადიროვის კლანის მომავალი მეთაური. ამ შეხვედრით ყველას დაანახეს, რომ კადიროვის ოჯახს აქვს ის, რაც არცერთ ჩეჩნურ კლანს არ გააჩნია: ძალიან ახლო ურთიერთობა პირადად პუტინთან.
თუმცა, კადიროვის უფროსი ვაჟის დაწინაურება ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. ამჟამად ყურადღება კადიროვის მესამე ვაჟმა, ადამმა დაიმსახურა. გასული წლის ბოლოსთვის 16 წლის ადამი იმდენად დაწინაურდა, რომ ზოგიერთმა იგი მამის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში ძალაუფლების სტრუქტურა მართლაც ჰგავს აღმოსავლურ დიქტატურას, ის მაინც არ არის დამოუკიდებელი. კადიროვს, რა თქმა უნდა, შეუძლია მემკვიდრის დასახელება, მაგრამ რესპუბლიკის მეთაურს რუსეთის პრეზიდენტი ნიშნავს. იხილეთ სრულად