ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა | Allnews.Ge

ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 30-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

myquiz