მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალ პანდემიას გამოიწვევს - კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ახალ პანდემიას გამოიწვევს. საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, დაავადებათა ექსპერტების 57% ფიქრობს, რომ სასიკვდილო ინფექციური დაავადების შემდეგი გლობალური გავრცელების მიზეზი სწორედ გრიპის ვირუსის შტამი იქნება.
"გრიპი ყოველ ზამთარს ჩნდება - ამას შეგვიძლია პატარა პანდემია ვუწოდოთ. მათი კონტროლი მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება", - ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ სალმანტონ-გარსია.
კვლევის დეტალები , რომელიც 187 უფროსი მეცნიერის მონაცემებს მოიცავს, გამოვლინდება ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) კონგრესზე, ბარსელონაში, მომავალ კვირას. ამავდროულად, კვლევაში მონაწილე ექსპერტების 21%-ის აზრით, პანდემიის შემდეგი ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მეცნიერებისთვის უცნობი ვირუსი, სახელად დაავადება X, რომელსაც ჯერ კიდევ ამოუცნობი მიკროორგანიზმი გამოიწვევს.
ზოგიერთ მეცნიერს ჯერ კიდევ სჯერა, რომ Sars-CoV-2 ( Covid-19- ის გამომწვევი) დიდ საფრთხედ რჩება. სხვა მომაკვდინებელი მიკროორგანიზმები - როგორიცაა Lassa, Nipah, Ebola და Zika ვირუსები - სერიოზულ გლობალურ საფრთხედ შეფასდა გამოკითხულთა მხოლოდ 2%- ის მიერ. იხილეთ სრულად