ფერადკანიანი "ჯულიეტას" სკანდალი: ვინ არის აფრიკელი გოგონა, რომელსაც როლზე დამტკიცების შემდეგ ემუქრებიან
დიდ ბრიტანეთში, რომეო და ჯულიეტას ახალი სპექტაკლის ირგვლივ სკანდალია. პრემიერა მაისშია დაგეგმილი. რომეოს როლს ითამაშებს პოპულარული მსახიობი ტომ ჰოლანდი, რომელიც ყველასთვის ცნობილია Marvel-ის ფილმში Spider-Man-ის როლის შესრულებით. მისი პარტნიორი იქნება ფრანჩესკა ამუდა-რივერსი, შავკანიანი მსახიობი. აფრიკელი ქალის დამტკიცებამ ჯულიეტას როლზე სკანდალი გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში, ახლა მას ემუქრებიან...
ოქსფორდის ლიდერი აფრიკული ფესვებით
ფრანჩესკა (ფრან) ამჯუდა-რივერსი მსახიობი და მუსიკოსია. ქალს დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი და დიდ ბრიტანეთში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. გოგონა 25 წლისაა და მის ძარღვებში განასა და ნიგერიის ხალხების სისხლი მიედინება. მისი მშობლები ბრიტანეთის შავკანიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყანაში ფრანის დაბადებამდე ჩავიდნენ და სასექსის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, სადაც გოგონა დაიბადა.
ფრანს სურდა თავისი ცხოვრება სპორტთან დაეკავშირებინა, მაგრამ ტრავმის გამო ეს შეუძლებელი გახდა. 15 წლის ასაკში მოზარდთა თეატრში შევიდა და მალე დასს შეუერთდა. მალე სცენით სერიოზულად მოიხიბლა. სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა, გოგონა წერს მუსიკას და უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე: ფორტეპიანო, ფაგოტი, გიტარა და ჯემბე. ბუნებით არის ლიდერი და მებრძოლი, რომელიც მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.
ახალგაზრდა მსახიობი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გახდა სტერეოტიპების მსხვერპლი. მან შექმნა თეატრალური ჯგუფი, სადაც მთავარი პრინციპი იყო სხვადასხვა კანის ფერის მქონე მსახიობებს თანაბარი უფლებების ჰქონოდათ. აფრიკელებმა, ჩინელებმა და ინდიელებმა შეძლეს სცენაზე ასვლა და ისეთი როლების შესრულება, რომლებსაც ტრადიციულად თეთრკანიანი მსახიობები ასრულებდნენ.
სხვათა შორის, მის საუნივერსიტეტო ჯგუფში ფრანჩესკა იყო ერთადერთი ფერადკანიანი სტუდენტი, მაგრამ მალე შეკრიბა აზიელი და აფრიკელი მსახიობები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან.
მან ითამაშა ოტელო
ფრანჩესკა ამუდა-რივერსის პირველი სპექტაკლი, როგორც რეჟისორის, ძველი ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდეს ცნობილი ტრაგედია მედეა გახდა, რომელიც ხუთი წლის წინ წარუდგინა მაყურებელს. გოგონამ უძველესი ნაწარმოების საკუთარი ინტერპრეტაცია აჩვენა და სპექტაკლის მუსიკა თავად დაწერა. იხილეთ სრულად