"მზად ვიყავით - ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ" - ირანის შეტევა ისრაელზე, აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმა ისრაელის სხვადასხვა ქალაქში: რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა
გვიან, ღამით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
The Times of Israel-ის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქებში - ბეერ-შევაში, დიმონასა და ნევათიმში. მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა იერუსალიმშიც. ასევე დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში.
ისრაელის ეროვნული სამედიცინო სამსახური “მაგენ დავიდ ადომი” აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩართულ სირენებს დაშავებულების შესახებ ცნობები მათ ამ მომენტისთვის არ მისვლიათ.
CNN იერუსალიმში მყოფ საკუთარ გუნდზე დაყრდნობით წერდა, რომ ქალაქში სირენების ხმა ისმოდა, ხოლო ისრაელის საჰაერო თავდაცვა ირანის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდებას ცდილობდა. "რამდენიმე, რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობდა CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეტევა წარმატებით მოიგერია.
მოგვიანებით, განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ. "ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა ჰაგარიმ.
მან აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა “სრულიად ფუნქციონირებს და იგერიებს საფრთხეებს სადაც საჭიროა".
მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეტევა წარმატებით მოიგერია.
რა ხდება ახლა?ირანის “სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია, - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
"ირანის სამხედრო ქმედება პასუხად მოჰყვა ისრაელის “აგრესიას დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ. საქმე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით უფრო მრისხანე იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის განდეგილ რეჟიმს შორის, რომლისგანაც შეერთებული შტატები შორს უნდა დარჩეს!” - წერს გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა “ტვიტერის” პირად გვერდზე. იხილეთ სრულად