ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა (ვიდეო) არის მსხვერპლი - რა ვიცით მომხდარზე?
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილოებდა.
მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.