"ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, დავარტყამთ"- ისრაელი ირანის სავარუდო თავდახმისთვის ემზადება- რა ხდება ახლო აღმოსავლეთში | Allnews.Ge

"ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, დავარტყამთ"- ისრაელი ირანის სავარუდო თავდახმისთვის ემზადება- რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი შესაძლოა უახლოეს მომავალში ირანის სამიზნე გახდეს.

შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია, - ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსალოდნელი საფრთხის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. უწყება განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბული ვითარებაა.

afp-20240405-34nn8tm-v2-highres-iransyriaisraelconflictfuneral-e1712358422317-1712843822.jpg

რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-მ ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები შეაჩერა. ავიაკომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება გულმოდგინე განხილვის შემდეგ მიიღეს.

ისრაელზე მოსალოდნელ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მარტივი პრინციპით მოქედებს- დაარტყამს ნებიერ ძალას, რომელის ქვეყანას თავს დაეხმევა.

„ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, დავარტყამთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ, ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ. ღაზაში ომის შუაგულში ვართ, რომელიც მთელი ძალით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად დაუღალავ ძალისხმევას ვაგრძელებთ, მაგრამ ასევე სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით“.- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

myquiz