ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა | Allnews.Ge

ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ლე­გენ­და­რუ­ლი ჯეკი ჩანი 7 აპ­რილს 70 წლის გახ­და. მსა­ხი­ობ­მა ორ­ჯერ და­ამ­ყა­რა გი­ნე­სის რე­კორ­დი, ას­რუ­ლებ­და სა­ხი­ფა­თო ტრი­უ­კებს და ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ეთა­მა­შა "კარ­გი ბი­ჭის" როლი.

მსა­ხი­ობ­მა ითა­მა­შა 100-ზე მეტ პრო­ექ­ტში: იყო სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, ოპე­რა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლიც კი, მაგ­რამ რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა?

რო­გორ და­ი­პყრო ჰონგკონ­გელ­მა ღა­რიბ­მა ბიჭ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო

5p5ctkbz4qksg2goa9yiyukjqfu-pic-32ratio-900x600-900x600-41931-71639-1712638702.jpg

ჯეკი ჩანი და­ი­ბა­და 1954 წლის 7 აპ­რილს ჰონგ-კონ­გში, მა­შინ­დე­ლი ბრი­ტა­ნე­თის კო­ლო­ნი­ა­ში. მისი მშობ­ლე­ბი, ჩარლზ ჩანი და ლილი ჩანი, იქ ჩი­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნის ში­შით გა­იქ­ცნენ. წყვილ­მა დიდი მსხვერ­პლი გა­ი­ღო - და­ემ­შვი­დობ­ნენ წარ­სულს და მი­ა­ტო­ვეს შვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ე­ძი­ნათ.

ოჯახს ახალ ად­გი­ლას თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და. კაცს ფუ­ლის სეს­ხე­ბა მე­გობ­რე­ბის­გან მო­უ­წია, რათა ლი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბის დროს მე­ა­ნის თან­ხა გა­და­ე­ხა­და. ბავ­შვი საკ­მა­ოდ დიდი - 5,5 კი­ლოგ­რა­მი და­ი­ბა­და, რის გა­მოც მეტ­სა­ხე­ლად პაო პაო, ანუ "ქვე­მე­ხი" და­არ­ქვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი ჩენ გან­შენ­გი, რაც ჰონგ-კონ­გში და­ბა­დე­ბულს ნიშ­ნავს.

upload-20070101-gaf-u54-22925-pic-32ratio-900x600-900x600-4294-71665-1712638712.jpg

ჯეკ­მა ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი საფ­რან­გე­თის კონ­სუ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მა­მა­მი­სი მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და, დედა კი მო­სამ­სა­ხუ­რედ. მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს იმ­დე­ნად არ სურ­და სწავ­ლა, რომ სკო­ლა პირ­ვე­ლი კლა­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა.

მშობ­ლებ­მა გზა­აბ­ნე­უ­ლი 6 წლის ბიჭი პე­კი­ნის ოპე­რის სკო­ლა­ში გაგ­ზავ­ნეს, თა­ვად კი ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც მამა შეფ-მზა­რე­უ­ლად მო­ე­წყო. ბიჭს მო­ე­წო­ნა ახა­ლი სკო­ლა, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ჩხუ­ბობ­და და თა­მა­შობ­და. ეს ბევ­რად უკე­თე­სი ჩან­და, ვიდ­რე მის­თვის მო­სა­წყე­ნი მა­თე­მა­ტი­კა.

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი სწავ­ლობ­და მუ­სი­კას, აკ­რო­ბა­ტი­კას და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას. ბავ­შვებს აი­ძუ­ლებ­დნენ დღე­ში 18 სა­ა­თი ევარ­ჯი­შათ, მათ ისე­თი­ვე სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით ზრდიდ­ნენ, რო­გორც ჩი­ნურ ფილ­მებ­ში გი­ნა­ხავთ. ჭა­ღა­რა მას­წავ­ლე­ბელს შე­ეძ­ლო ეყ­ვი­რა და უყუ­რა­დღე­ბო მოს­წავ­ლის­თვის და­ერ­ტყა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­და.

ახალ­გაზ­რდა ჯეკ­მა ბევ­რი იშ­რო­მა და შე­ვი­და "შვი­დი იღ­ბლი­ა­ნი კა­ცის" თე­ატ­რა­ლურ ჯგუფ­ში, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბი. თუმ­ცა, პე­კი­ნის ოპე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა მი­ნელ­და და სკო­ლა და­ი­ხუ­რა. იხილეთ სრულად

myquiz