ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი, არიან გარდაცვლილებიც- ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობები რუსეთსა და ყაზახეთში | Allnews.Ge

ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი, არიან გარდაცვლილებიც- ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობები რუსეთსა და ყაზახეთში

ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.

133091726-gettyimages-2133949602-75708-1712557755.jpg

ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ წყალ­დი­დო­ბის გამო, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის 10 რე­გი­ო­ნი­დან ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა, დრო­ე­ბით თავ­შე­სა­ფარ­ში 12 000-მდე ადა­მი­ა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

myquiz