ახალი "რომეო და ჯულიეტა" ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან - ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა | Allnews.Ge

ახალი "რომეო და ჯულიეტა" ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან - ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

სულ მალე დიდი ბრი­ტა­ნე­თის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სპექ­ტაკ­ლი "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

სპექ­ტაკლში მთა­ვარ რო­ლებს ტომ ჰო­ლან­დი და ფრან­ჩეს­კა ამე­ვუ­და-რი­ვერ­სი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფრან­ჩეს­კას­თვის ჯუ­ლი­ე­ტას როლი სა­დე­ბი­უ­ტო იქ­ნე­ბა.რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მას შემ­დეგ რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფრან­ჩეს­კა ჯუ­ლი­ე­ტას როლს შე­ას­რუ­ლებ­და, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რა­სის­ტუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა და დის­კრი­მა­ნა­ცია და­ი­წყო.

პრო­დი­უ­სე­რე­ბი გმო­ბენ რა­სობ­რივ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აცხა­დე­ბენ, რომ უნდა შე­წყდეს სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

კომ­პა­ნია Jamie Lloyd-მა, რო­მე­ლიც სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ხაზი გა­უს­ვა ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმუ­შა­ოს შე­ვიწ­რო­ე­ბის გა­რე­შე.

სპექ­ტაკ­ლი 11 მა­ისს გა­მო­ვა და მისი ჩვე­ნე­ბა 3 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ფრან­ჩეს­კა ამე­ვუ­და-რი­ვერ­სი ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მსა­ხი­ო­ბია. მუ­სი­კის გან­ხრით დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. და­წე­რი­ლი აქვს სა­უნ­დტრე­კი სხვა­დას­ხვა ფილ­მე­ბის­თვის. მათ შო­რის, 2022 წელს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის - "მე­დეა".

myquiz